,, ოჯახები ფაქტობრივად ფინანსურ ბომბზე სხედან, სიმართლეს არ ეუბნებიან არჩევნების გამო..” – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, :
“ქართულმა ოცნებამ” კვლავ მოატყუა ჩვენი მოქალაქეები. 20 წლის წინ მიღებული, მაშინ კარგი, მაგრამ დღეისათვის მოძველებული (ფასების ზრდის გამო) ფიზიკური პირის ქონების გადასახის წესით მისი გადახდა უწვევს თითქმის მეორე ოჯახს, ისე რომ მან ეს არც კი იცის და არც ეუბნებიან. არ ეუბნებიან ს გამო. ოჯახები ფაქტობრივად ფინანსურ ბომბზე სხედან. არჩევნების შემდეგ ასეულ ათასობით ოჯახი აღმოჩნდება რეპრესიების ქვეშ, როგორც გადასახადების დამმალავები.
ოთხი წელი მოვანდომე პარლამენტში ამ საკითხის მოგვარებას, საკუთარი კანონპროექტიც წარვადგინე, მთავრობაც და პარლამენტიც ვაიძულე, რომ საჯაროდ განეცხადებინათ, რომ მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა და წარმოადგენდნენ კანონპტოექტს პარლამენტში ( ბოლო დაპირება გაზაფხულისთვის წარდგენა იყო). კვლავ მოიტყუეს.
ახალი კოალიციური ხელისუფლება აუცილებლად შეამცირებს საგადასახადო ტვირთს და დაუყოვნებლივ შეცვლის ქონების გადასახადის გაანგარიშების არსებულ წესს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბურჯანაძე – ჯოზეფ ბორელის განცხადება სწორედ იმას ასახავს, რაც დღეს საქართველოშია – ძალაუფლება კონსოლიდირებული, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება შეჩერებული და უფუნქციო