“ოცნება” ალიანსში შევიდა სასამართლოში არსებულ კლანთან”- სამოქალაქო სექტორის აქცია უზენაეს სასამართლოსთან

მესამე სექტორისა და საინიციატივო პლატფორმის წარმომადგენლებმა უზენაეს სასამართლოსთან საინფორმაციაო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან იმისთვის, რომ არ მოხდეს სასამართლოს იდეის ბოლომდე დასამარება და მართლმსაჯულების განხორციელების საშუალება მიეცეთ კეთილსინდისიერ მოსამართლეებს.

„2012 წელს ხელისუფლებაში მოსული “ქართული ოცნება” ალიანსში შევიდა სასამართლოში არსებულ კლანთან, მიხეილ  ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის მეთაურობით. ეს ჯგუფი წინა ხელისუფლების პირობებში მართავდა და ტოტალურ მორჩილებაში ამყოფებდა სასამართლო სისტემას. იღებდა და ასრულებდა პოლიტიკურ შეკვეთებს. საზოგადოებისთვს ცხადი გახდა რომ მათი მმართველობის პირობებში შეუძლებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საკანონმდებლო ცვლილებებით,“-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა კახა წიქარიშვილმა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი შეკრება არის ერთგვარი სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ საზოგადოება იდგება ერთად იმ კლანის წინააღმდეგ, რომლებიც ანგრევენ სასამართლოს სისტემას.

">