„ოქროს ლომის“ მოსაპოვებლად 21 ფილმი იბრძოლებს

ზაფხულის მიწურულს, მსოფლიოს ყურადღება ვენეციაში გადაინაცვლებს.   გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე ვენეციის კუნძულ ლიდოზე მსოფლიოს უძველესი კინოფესტივალი იხსნება. რიგით 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე პირველს ამერიკელი რეჟისორის ალექსანდრ პეინის ფილმს აჩვენებენ.  სურათში მთავარ როლებს ალეკ ბოლდუენი და მეთ დეიმონი ასრულებენ. ფილმი სატირული ჟანრისაა და მოგვითხრობს კაცზე, რომელიც უკეთესობის იმედით ეკონომიურ ცხოვრებას გადაწყვეტს. ფილმი კინოფესტივალის საკონკურსო სიაშიცაა შესული.

წელს ფესტივალის მთავარი ჯილდოს – „ოქროს ლომის“ მოსაპოვებლად 21  ფილმი იბრძოლებს. მათ შორის ჯორჯ კლუნის, გილერმო დელ ტოროს, აბდელატიფ კეშიშისა და სხვა ცნობილ რეჟისორთა უახლესი ფილმები.

 

კინოფესტივალის ჟიურის წელს მსახიობი ანეტ ბენინგი ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია ის რომ ,  11 წლის შემდეგ, ფესტივალს პირველად ეყოლება ქალი თავმჯდომარე. ვენეციის კინოფესტივალს ქალი ჟიურის თავმჯდომარე ბოლოს 2006 წელს ჰყავდა და ის ფრანგი მსახიობი კატრინ დენევი იყო. ანეტ ბენინგი ოთხჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, არის „ოქროს გლობუსის“ ორი ჯილდოს მფლობელი.

რჩეულების ვინაობა 9 სექტემბერს გახდება ცნობილი.

">