,, ორგანიზაციის დეკლარირებული ბუნებაა ასეთი – “ბოზი” ვერ იქნებილ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ქურდულ სამყაროზე

,, ორგანიზაციის დეკლარირებული ბუნებაა ასეთი – “ბოზი” ვერ იქნებილ – რას წერს ქურდულ სამყაროზე
,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ს პასუხობს:
,,ქურდული სამყარო არის არაფორმალური კრიმინალური ორგანიზაცია თავისი წესებით, იერარქიით, პრაქტიკით.
ქურდული სამყაროს წევრობა უკვე არის აქტი, რომელიც დანაშაულს შეიცავს – ქურდული სამყაროს წევრობით, სულ მცირე, ეთანხმები დანაშაულის შეუტყობინებლობას და კანონის გარეთ გადიხარ. ორგანიზაციის დეკლარირებული ბუნებაა ასეთი – “ბოზი” ვერ იქნები.
ჰკითხეთ კანონიერ ქურდებს, სურთ თუ არა მათი შვილები ქურდული სამყაროს წევრები გახდნენ – ათიდან ცხრა უარყოფით პასუხს გაგცემთ იმიტომ რომ თავადაც კარგად იციან რომ მუდმივი დამნაშავეობისთვის წირავენ საკუთარ, ისედაც შარისთვის და ხშირად სიკვდილისთვის გაწირულ შვილებს.
ის, რომ საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაში ალტერნატიული, ქურდული “წესრიგი” და “სამართალი” რომანტიზებული იყო დიდად გასაკვირი არ არის. საბჭოთა სისტემაც მოძალადე იყო – საკუთრების უფლებას საერთოდ არ უშვებდა და მომპარავობა ისედაც სისტემის განუყოფელი ნაწილი იყო.
ამიტომ ანტისისტემურ ელემენტებს იოლად პატიობდა საზოგადოება დანაშაულს და მისი ანტისისტემურობით იხიბლებოდა.
როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ქაოსი დაიწყო, ქურდული სამყარო ერთგვარი წესრიგის წყარო გახდა, ძალას ასხივებდა და სრულ განუკითხაობაში დამატებითი მომხიბვლელობა შეიძინა.
სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პარალელურად ამ კრიმინალური ინსტიტუტის ამოძირკვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების სიჯანსაღისთვის და კეთილდღეობისთვის.
ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებულად გულისამრევია პოლიტიკოსი რომელიც ქურდული სამყაროთი მოხიბლულ განწყობებს უგორებს იმის იმედით, რომ კაი ბიჭები დალაგდებიან ხმას იაგოს გირჩს მისცემენ.
განზრახვა არ არის ქურდული სამყაროს წევრობა.
ქურდული სამყარო კრიმინალური არაფორმალური ორგანიზაციაა, რომლის წევრობა უკვე კრიმინალია.”

ასევე დაგაინტერესებთ

ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია