„ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი პროგრამა აბსოლუტურად ალოგიკურია“

თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, საკრებულოს ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. ხმალაძის თქმით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი პროგრამა აბსოლუტურად ალოგიკურია. მისივე განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი ორიენტირებულია ქალაქის ეკონომიკის განვითარებასა და მოსახლეობისთვის მეტ შემოსავალზე.

ოპოზიციამ წარმოადგინა, თუ არ ვცდები, 200 მილიონ ლარამდე ღირებულების სოციალური პროგრამები, ანუ აბსოლუტურად ალოგიკური გეგმა ჰქონდათ, საიდან უნდა მოგვეძებნა 200 მილიონი. ოპოზიცია თვლიდა, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით შეიძლება ამხელა თანხის მობილიზება, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია. გეგმა, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ, არის ორიენტირებული ქალაქის ეკონომიკის განვითარებაზე, მეტ შესაძლებლობებზე, მეტ შემოსავალზე ჩვენი მოსახლეობისთვის“,-განაცხადა ხმალაძემ.