„ოპოზიცია არ ახდენს შემოსავლებისა და ხარჯების სათანადო დეკლარირებას“

აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველ გუნდს საარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა აქვს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ გარემოების მთავარი მიზეზი არის ის, რომ  ოპოზიცია არ ახდენს შემოსავლებისა და ხარჯების სათანადო დეკლარირებას.

„ასეთი დამთხვევები არის სრულიად ბუნებრივი, ბუნებრივია, მსხვილი კომპანიების ძალიან დიდი ნაწილი მონაწილეობს ტენდერებში და მათი დიდი ნაწილი არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი, ამ დამთხვევას აქვს სრულიად ლოგიკური საფუძველი, მასში არანაირი ნიშნები, პირდაპირი კავშირი ტენდერებსა და შემოწირულობებს შორის ბუნებრივია არ არსებობს. არის სრულიად ლოგიკური და ბუნებრივი დამთხვევა. შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ ოპოზიციური პარტიებისა და კანდიდატების მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები კამპანიის, ეს არის ძალიან მარტივად შესადარებელი, სამწუხარო რეალობაა საქართველოში ის, რომ ოპოზიცია არ ახდენს შემოსავლებისა და ხარჯების სათანადო დეკლარირებას. ეს არის ამ გარემოების მთავარი მიზეზი“,-განაცხადა კობახიძემ.

 

 

">