ოპოზიციას ვურჩევდი, დროზე იზრუნონ სხვებთან გაერთიანებაზე, მერე ჩვენ არ დაგვაბრალონ, პარლამენტს გარეთ რომ დარჩებიან – ირაკლი კობახიძე

5-ის ნაცვლად 2% – ოპოზიციის ნაწილი კვლავ საარჩევნო ბარიერის დაწევას ითხოვს. “ქართულ ოცნებაში” ღიად ამბობენ, რომ ბარიერი არ შეიცვლება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. უმრავლესობა ოპოზიციას ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
“5%-იანი ბარიერი ასრულებს სტაბილიზატორის ფუნქციას პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სტაბილიზატორზე უარი არ უნდა ვთქვათ, რადგანაც დემოკრატიული პროცესების სტაბილურად განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება პოლიტიკურ კლუბებს, ისინი პერიოდულად აკეთებენ ხოლმე განცხადებებს ბარიერთან დაკავშირებით. მათ ვურჩევდი, ან იზრუნონ და ხალხი დაარწმუნონ საკუთარ მხარდაჭერაში და სცადონ 5%-იანი ბარიერის გადალახვა, ასევე დროზე იზრუნონ სხვებთან გაერთიანებაზე, მერე ჩვენ არ დაგვაბრალონ პარლამენტს გარეთ რომ დარჩებიან,” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როცა მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. ასევე დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის ეფექტიანი შესაძლებლობა არ ჰქონია