ომის მეორე ეტაპი რთული იქნება – ისრაელის მთავრობის სპიკერი

ისრაელის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, ჩრდილოეთ ღაზაში, “ჰამასის” სამხედრო პუნქტებზე კონტროლი მიღწეულია. მისი თქმით, ქვეყანა ომის შემდეგ ეტაპზე გადადის.
“ახლა ჩვენ [ომის] მეორე ეტაპზე გადავდივართ, რომელიც, სამხედრო თვალსაზრისით, რთული იქნება“, – განაცხადა ეილონ ლევიმ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, მოსალოდნელი რთული ბრძოლის მიუხედავად, ისრაელი კონსტრუქციულობისთვის მზადაა და ეცდება, ხელი შეუწყოს, რომ ღაზის მშვიდობიან მოქალაქეებზე მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს