“ოლიმპიაკოსი” – “ფენერბაჰჩე” – უეფას კონფერენსლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია

დღეს, 15 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენსლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ბრიუგე-პაოკი (ნახევარფინალში გასული შეხვდება პლზენსა და ფიორენტინას შორის გამარჯვებულს)
ოლიმპიაკოსი-ფენერბაჰჩე (ნახევარფინალში გასული შეხვდება ასტონ ვილა-ლილს შორის გამარჯვებულს).
ასტონ ვილა-ლილი
პლზენი – ფიორენტინა
შეგახსენებთ, კონფერენსლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 11 აპრილს, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 18 აპრილს გაიმართება.