ოკაცეს კანიონი დროებით დაიკეტა

ტურისტები დროებით ოკაცეს კანიონის დათვალიერებას ვეღარ შეძლებენ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, ოკაცეს კანიონი ტექნიკური სამუშაოების გამო დაიკეტა. ამასთან დაკავშირებით განცხადება სააგენტომ გაავრცელა.

“დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ ოკაცეს კანიონი ტექნიკური სამუშაოების გამო დაიკეტა და ვიზიტორები მის დათვალიერებას დროებით ვეღარ შეძლებენ.

დამატებით დეტალებს შეგატყობინებთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ გვერდისა და ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით”, – წერია განცხადებაში.

/</a></iframe>