ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მკვლელობა მოხდა.

როგორც news.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მკვლელობა დღეს, გამთენიისას, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები.

">