ოდრი ჰეპბერნის ნივთები აუქციონზე იყიდება

Christie’s აუქციონის სახლმა ლონდონში ცნობილი ბრიტანელი მსახიობის ოდრი ჰეპბერნის პირადი ნივთები გასაყიდად გაიტანა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

სულ აუქციონზე 500-მდე ლოტი წარმოდგენილი. მათ შორისაა მსახიობის ცნობილი შავი კაბა. გაყიდვა დღეიდან დაიწყო. ტანსაცმლის გარდა აუქციონზე გატანილია ასევე ფილმის სცენარები ოდრი ჰეპბერნის შენიშვნებით და მისი ფოტოპორტრეტები.

აუქციონი 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

">