ნოტრ-დამის ტაძარში, ხანძრის შემდგომი აღდგენითი სამუშაოების დროს, ცნობილი ფრანგი პოეტის, დიუ ბელე ჟოაშენის საფლავი აღმოაჩინეს.
მეცნიერების თქმით, ისინი თითქმის დარწმუნებული არიან, რომ ტრანსეპტის ქვეშ ნაპოვნ ტყვიის კუბოში დიუ ბელე ჟოაშენის ცხედარია. პოეტი პარიზში 1960 წელს 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არქეოლოგების მიერ, აღდგენითი სამუშაოების დროს გაკეთებული აღმოჩენები ნოემბერში, ტაძრის ხელახლა გახსნამდე ცოტა ხნით ადრე გამოიფინება.