ნიუ-იორკის მაფიის ყოფილი ბოსი კარმინე პერსიკო 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

33 წლიანი მმართველობის შემდეგ ნიუ-იორკის მაფიის ყოფილი ბოსი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარმინე პერსიკოს 139-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამის შესახებ BBC წერს.

კარმინე პერსიკო 1933 წელს ბრუკლინში დაიბადა.

განგსტერი კარმინე პერსიკოს ადვოკატის ინფორმაციით, ის დიაბეტისგან გამოწვეული გართულებისგან გარდაიცვალა. მას ცოლი, ორი შვილი და 15 წლის შვილიშვილი დარჩა.

ერთ-ერთი ვერსიით, „გველის“ (The Snake) მეტსახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი მაფიას ციხიდანაც კურირებდა.

">