“აქეთ მოგვიხადეთ ბოდიში, ქრისტიანულად იქნებ გამოვნახოთ ძალა საკუთარ თავში მიტევების! მოუსვით ჩემი სამეგობროდან, ცხოვრებიდან, სანაცნობოდან ყველამ, ვინც ბოდიშს იხდით ნაწამები ბიჭების, გაუპატიურებული დედების, დების, დახვრეტილი ბიჭების, დახოცილი ბავშვების, გაძარცვული სოფლების მიუხედავად!!!! ნაციონალური მოძრაობის ზიზღის გამო, ესე როგორ უნდა დააიგნორო ეროვნული ინტერესი… რა დასანანია ამის მოსმენა ქართველისგან…
მე მრცხვენია, ბოდიშს გიხდით გმირების შვილებს, ოჯახებს, დედებს, ცოლებს…
ბოდიში ყველა ომში დაღუპულ ჯარისკაცს, ყველა ომის ვეტერანს… ბოდიში საქართველო!
მე ვარ ქართველი და არასდროს მოვუხდი ბოდიშს მტერს! დიდება უფალს! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!” – წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი შერმადინი.
ცნობისათვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”