ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთმა ОДКБ-ში ყველა დონეზე მონაწილეობა გაყინა და ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება საკმარისად მიგვაჩნია

სომხეთმა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყველა ორგანოში გაყინა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ სომხეთმა ОДКБ-ში ყველა დონეზე მონაწილეობა გაყინა და ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება საკმარისად მიგვაჩნია. სხვა გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას არ ვხედავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავინახავთ სხვა გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას სხვა მომენტში“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ვერ დაასახელებს იმ დღეს, როდესაც სომხეთი მთლიანად გამოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან.
შეგახსენებთ, ივნისის შუა რიცხვებში ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ სომხეთი ОДКБ-ს დატოვებას გეგმავს. მისი განმარტებით, ერევანი ამას მაშინ გააკეთებს, როცა საჭიროდ ჩათვლის. თებერვალში ფაშინიანმა ქვეყნის ОДКБ-ის წევრობის გაყინვაზე ისაუბრა, მაისის დასაწყისში კი სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის დაფინანსებას შეწყვეტდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ჩვენთვის, ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს

მეუფე ნიკოლოზი – ვის აირჩევს ადამიანი, აქ რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს