ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში კირგიოსთან დამარცხდა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია ტურნირის პირველ წრეში ნიკ კირგიოსს დაუპირისპირდა და ორ სეტში 1:6, 2:6 დამარცხდა.

მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-60 ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელისა და მე-19 პოზიციაზე მყოფი ავსტრალიელის შეხვედრა 57 წუთს გაგრძელდა.

პეკინში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 3 028 080 დოლარია.

">