ნიგერიაში ნავთობმზიდისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ნავთობმზიდისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 52 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ნიგერის შტატში მოხდა და ერთმანეთს ნავთობმზიდი სატვირთო მანქანა შეეჯახა, რომელსაც მგზავრები და პირუტყვი გადაჰყავდა.
შეჯახებამ აფეთქება გამოიწვია, რის გამოც ორივე სატრანსპორტო საშუალება დაიწვა. აფეთქების შედეგად ცეცხლი სხვა ავტომობილებსაც მოედო.
BBC-ი წერს, რომ ნავთობმზიდების აფეთქება და ავარიები ხშირია ნიგერიაში, რისი მიზეზიც, ნაწილობრივ გზების ცუდი მდგომარეობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ჩვენთვის, ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს

მეუფე ნიკოლოზი – ვის აირჩევს ადამიანი, აქ რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს