ნახევრადშიშველმა გოგონამ მაღაზია  Roshen -თან მდებარე დეკორატიული ტრამვაი დაწვა (ვიდეო)

მოძრაობა Femen -ის წევრმა, ნახევრადშიშველმა გოგონამ მაღაზია  Roshen -თან მდებარე დეკორატიული ტრამვაი დაწვა, შემთხვევა ქალაქ ვინიცაში მოხდა.

გოგონამ განაცხადა, რომ პროტესტს გამოხატავს ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიმართ.

“ცეცხლმოკიდებული ტრამვაი, როგორc ეტლი სამუდამოდ წაიყვანს პოროშენკოს იქ, სადაც არც მაღალი გადასახადებია, არც ომი, არც სიღარიბე და არც უკრაინელები არ არიან”, ნათქვამია   Femen-ის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა მსოფლიო ლიდერების, პოლიტიკოსების, მათი კომპანიების  ოფშორულ მოღვაწეობაზე არქივი გამოაქვეყნა.

გამოძიებაში ნახსენებია უკრაინის ლიდერი პეტრო პოროშენკოც.