“ნახევარი მილიონი ევრო აქვს წაღებული, დაბრუნებასაც არ აპირებს… რა ფულის გათეთრება, რა ნარკოტიკები“ – ელგუჯა თურმანიძის ადვოკატი

ელგუჯა თურმანიძის ადვოკატი, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ “არანაირი ბიზნესის ახევა არც განიხილებოდა“.
“რა ფულის გათეთრება, რა ნარკოტიკები, არანაირი ბიზნესის “ახევა“ არც განიხილება. ელგუჯა თურმანიძეს 20 წელია თავისი ბიზნესი აქვს. ეს არის დანაშაულებრივი ქმედების შეფუთვა, რაღაც სხვა პოლიტიკური სარჩულებით. ნახევარი მილიონი ევრო აქვს წაღებული, რომლის დაბრუნებასაც არ აპირებს“, – განაცხადა ვასილ შაბაშვილმა.
ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ არ იცის, იცნობენ თუ არა ერთმანეთს თურმანიძე და ალექსანდრე ივანიშვილი და აქვთ თუ არა მათ რამე კავშირი ერთმანეთთან.
“არ ვიცი, ვინ ვის იცნობს საქართველოში, ეს სულ სხვა საკითხია, იცნობს თუ არა საერთოდ, არ ვიცი“,- ამბობს ის.
ბიზნესმენმა, გიორგი ჩიკვაიძემ გადაცემა “რეაქციაში“ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ს ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა:
“ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილო კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას გვთავაზობდა” – ბიზნესმენი, ალექსანდრე ჩიკვაიძე

ასევე დაგაინტერესებთ