„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქარელში მერობის კანდიდატი წარადგინა

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლოტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ და პარტიის სხვა ლიდერებმა,  ქარელში მერობის კანდიდატად ნიკოლოზ ახალკაცი და მუნიციპალიტეტის 17 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს.
პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, რომელიც რეგიონის განვითრებაზეა ორიენტირებული.
მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
">