„ნაციონალური მოძრაობა“ ოცნებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანი წითლიძის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“  წინასაარჩევნოდ ადგილობრივ ნაციონალურ მოძრაობის აქტივისტებზე ზეწოლას ახდენს და ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. წითლიძის თქმით, ზუგდიდის რაიონის  სოფელ ყულიშკარის გამგებელმა, ,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე პარტიას საჯარო მოხელეების პერსონალური ინფორმაციის შემცველი სია მიაწოდა. წითლიძის განცხადებით, ოცნება ამ და სხვა საჯარო მოხელეების წინასაარჩევნოდ გამოყენებას აპირებს.

">