ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
“ზვავსაშიშროების, ქარბუქის, დაბალი ხილვადობის და ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ44-კმ46 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს