ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას ეხება.
გამოძიების ინფორმაციით, 23 აპრილს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განთიადში, შელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა დაზარალებულს ხის ნაჭერი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს მტკიცებულებები, მათ შორის – დანაშაულის საგანი და ბრალდებულის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. ნაფიცმა მსაჯულებმა პროკურატურის პოზიცია გაიზიარეს და ბრალდებული განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ დაკავებულს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
„ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა დაზარალებულს ხის ნაჭერი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ექსპერტების დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის – დანაშაულის საგანი და ბრალდებულის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერი,“ – აცხადებს პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა