ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მშობლები დაჭრა

თბილისში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და ქალის მშობლებ დაჭრა. დაზარალებულ ქალს დანით 5 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ერთ-ერთი თავის არეში. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

როგორც news.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ დანაშაულს და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.