არქივი23 დეკემბერი, 2023, 14:24
"ნაპოლიმ" ოსიმენს კონტრაქტი გაუგრძელა და გასამრჯელოც მოუმატა
"ნაპოლიმ" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივა.
ნიგერიელის გამოსასყიდი თანხა 120-130 მილიონი ევრო იქნება და მას ხელფასს მნიშვნელოვნად გაუზრდიან - ადრე გავრცელებული ინფორმაციით 10 მილიონ ევრომდე. აქამდე ვიქტორის სეზონური გასამრჯელო 4.5 მილიონი იყო.
ოსიმენმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.