არქივი4 იანვარი, 2025, 15:29
ნანუკა ჟორჟოლიანი: მოკლედ, ვისოლის ამბავი ასეთია...

"მოკლედ, ვისოლის ამბავი ასეთია.
ანდროს კონტრაქტი ჰქონია პირველ დეკემბრამდე.
მანამდე კლიპის ეთერში გაშვებას დასჭირდა დამატებითი კონტრაქტი, რომლის პირობებიც გულისხმობდა კონკრეტულ ვადებს.
ანუ, კონტრაქტს ვადა გაუვიდა პატიმრობამდე.
ვისოლის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და შესთავაზეს, თუ ანდროს თანხმობა ექნებათ კლიპში დააბრუნებენ მის კადრს. როგორც ვიცი დედა არ დაელაპარაკა წარმომადგენელს.
ამბობენ რომ ანდროს, მისივე ნებართვის გარეშე რეკლამაში, რომელიც კომერციულია ვერ დააბრუნებენ.
ამბობენ რომ ამჯერად პოლიტიკა არაფერ შუაშია. და სიმართლე გითხრათ მათი მხრიდან ანდროსგან მიღებული თანხმობის მცდელობები დეტალურად რომ გავიგე, ცოტა მჯერა ეს ამბავი.
ახლა ისეთ ომში ვართ, ჩემი ნათესავები და ოჯახის წევრები რუსთაველზე დგახართ. ჩემთვის პოლიტიკური სიმართლე მხოლოდ ჩვენი ბრძოლის ხაზზე გადის, მაგრამ თუ სიმართლე ვისოლის ვერსიაშია არის ესეც უნდა ვიცოდეთ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.