ნათია მეზვრიშვილი: ყველანაირად გამართული ვეტოა. ახლა „ოცნებას“ სამი გზა აქვს…

“გავეცანი პრეზიდენტის ვეტოს ოფიციალურ ტექსტს.
▪️პირველ რიგში, სამართლებრივად გამართულია. „ოცნება“ ვერ იტყვის, რომ კანონს არ შეესაბამება – შენიშვნებიც მოტივირებულია, როგორც ამას კონსტიტუცია ითხოვს და კანონპროექტის ალტერნატივაც წარდგენილია;
▪️აბსოლუტურად სწორია აქცენტი საკანონმდებლო მიზანზე და არა ტექსტზე. სულისკვეთებით, არსით და პრინციპებით რუსული, ანუ ანტი-დემოკრატიული და ანტი-ევროპული კანონის ტექსტი ვერ იქნება დემოკრატიული და ევროპული;
▪️სწორია აქცენტი „ოცნების“ მიერ სხვაობად გასაღებულ სიტყვა „აგენტზე“, რომელიც თითქოს ამოიღეს, მაგრამ შინაარსობრივად იგივე ტექსტი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ჩაწერეს. ეს ნიშნავს, რომ 2023-ის კანონისგან 2024-ის კანონი არაფრით განსხვავდება. სტიგმატიზების და იარლიყების მიწებების მიზანი არსად გამქრალა;
▪️სწორია აქცენტი კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), მე-15 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), 22 (გაერთიანების თავისუფლება), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლების დარღვევაზე.
ყველანაირად გამართული ვეტოა. ახლა „ოცნებას“ სამი გზა აქვს:
1. არ დაძლიოს ვეტო;
2. დაძლიოს ვეტო;
3. გადადოს ვეტოს განხილვა (თეორიულად შესაძლებელია).
სამივე გზა, „ოცნების“ მარცხია. ქვეყანა და ხალხი ისედაც გამარჯვებულია, რაც საბოლოოდ გაფორმდება არჩევნებზე,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

აეროპორტების გაერთიანება – აზიის განვითარების ბანკმა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა