“კობახიძის ბრიფინგზე, პირველი, მაინტერესებს, თუ მართლა ძალადობის საფრთხეა, სად არის სუს-ი, შსს, პროკურატურა? ვარჰეის დიპლომატიური ზარით აკანკალებული ფანტაზიორი კობახიძე რატომ ლაპარაკობს. თუ მართლა გინდათ შიშის დანერგვა, ვინმე უფრო სოლიდური მაინც გამოიყვანეთ სალაპარაკოდ, მაგრამ ეგეც რომ აღარ გყავთ. პაპუაშვილს კი ამზადებდით მთავარ როლში, მაგრამ ეგეც პირველივე მუქარაზე ასრიალდა და ახლა ამნისტიას იმზადებს.
მეორე, თქვენ ვინ უნდა დაიცვათ? შუშის კოლბით და ჩაწერილი ტაშით გადაადგილდებით, მოქალაქეებისგან შორს და მაღლა იმიტომ, რომ ხალხში აღარ გაგესვლებათ.
მესამე, ნაცები რისი მკადრებლები არიან ვიცით, მაგრამ ტყუილად გგონიათ, რომ თქვენს მიერ გამოყენებულ ნაცურ მეთოდებზე, ქვეყანაში არსებულ სისტემურ ძალადობაზე და ნებისმიერ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას გაექცევით. ხელისუფლება ხართ და მოგიწევთ კანონის წინაშე პასუხისგება.
მეოთხე, ივანიშვილის კოლბას ვეღარაფრით გადაფარავთ. ამიტომ, ბოდვებს მოეშვით და საქმეს მიხედეთ – მოემზადეთ ხელისუფლების გადაბარებისთვის.
ქართული ოცნება / Georgian Dream
საქართველოს პარლამენტი
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia
საქართველოს მთავრობა” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.