მჯერა, განსხვავებით წინა გადაწყვეტილებისგან, როცა საქართველო უსამართლოდ ჩამორჩა ტრიოს, ახლა სამართლიანობა აღდგება და საქართველო გააგრძელებს წინსვლას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე – ნინო წილოსანი

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველო მხარს უჭერს სთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან.
ნინო წილოსანის თქმით, დასკვნამ რეკომენდაციის გაცემასთან დაკავშირებით, პოზიტიური მოლოდინები გააჩინა.
“დასკვნამ რეკომენდაციის გაცემასთან დაკავშირებით, მოგვცა პოზიტიური მოლოდინები, რომელიც გამყარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს არაერთი ლიდერის მხრიდან გაკეთებული განცხადებით. მჯერა, რომ განსხვავებით წინა გადაწყვეტილებისგან, როცა უსამართლოდ საქართველო ჩამორჩა ტრიოს, ახლა სამართლიანობა აღდგება და საქართველო გააგრძელებს წინსვლას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველო მხარს უჭერს სთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან. როგორც ერთი წლის წინ უკრაინა და მოლდოვა გარკვეულწილად გამოყვეს ამ ტრიოდან, ახლაც, ვფიქრობთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული უკრაინასა და მოლდოვაზე, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს,”- აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად