ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მუხროვანში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობაში,  საპარაშუტო მომზადების პროგრამის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
კურსდამთავრებულებმა პრაქტიკული სწავლება ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში ჩაატარეს, სადაც  მათ ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი, პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით შეასრულეს.
საპარაშუტო მომზადების 3-კვირიანი სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავდა. პარაშუტისტებმა საფრენ აპარატში მოქმედების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები შეისწავლეს.
პარაშუტისტებს სიტყვით სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიმართა, კურსის დასრულება მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.