მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერის დავალებით, ინფრასტრუქტურისგანვითარების  საქალაქო სამსახურმა მუხიანი 2-ისდასახლებაში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობისსამუშაოები დაიწყო.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნულდასახლებაში ორი დღის წინ იმყოფებოდა და ინფრასტრუქტურული პრობლემების გაცნობისშემდეგ, მოსახლეობას მათ მოგვარებას დაჰპირდა.

კახა კალაძის განცხადებით, კომპლექსურიინფრასტრუქტურული სამუშაოები მუხიანისდასახლებაში ნოემბრის ბოლოს დასრულდება.  

მუხიანის აგარაკებზე მცხოვრებ მოქალაქეებსსერიოზული პრობლემა აწუხებთ. დაახლოებით, 7000-მდე ოჯახია, სადაც წყალარინების ქსელი არ არსებობს. ასევე, პრობლემურია 24-საათიან რეჟიმში წყლისმიწოდების საკითხი. კომპანიაჯორჯიან უოთერ ენდაუერთანკომუნიკაცია გვქონდა, რომ დაიწყებასამუშაოები და ნოემბრის ბოლოსთვის ყველაფერიმოწესრიგებული იქნება. არ არსებობდა გარეგანათების ბოძები და ამ მიმართულებით, სამუშაოების შესრულებათბილსერვისმაუკვედაიწყო. დღეს კონკრეტულად, წყალარინების ქსელისმოწყობა დავიწყეთ, რომელიც მომავალ წელსდასრულდება. სამუშაოების ბოლო ეტაპი კი, საგზაოინფრასტრუტურის მოწესრიგება იქნება, რადგან ცუდამინდში აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებაშეუძლებელია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, დასახლებაშიცენტრალური კოლექტორის მშენებლობის შემდეგ, ვარდისუბნისა და საზანოს ქუჩებზე წყალარინებისქსელი მოეწყობა. მუხიანი 2-ის დასახლებაშიინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელსდასრულდება.

ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებისთვისდედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 903 172 ლარიდაიხარჯება და მას ტენდერში გამარჯვებულიკომპანიაგზაგანახორციელებს.  

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოდგილე ირაკლი ბენდელიან, გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქუტაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსგალაქტიონ ბუაძე და საკრებულოს მაჟორიტარდეპუტატ ქეთევან ჯოხაძე იმყოფებოდნენ.

/</a></iframe>