მსოფლიოში ყველაზე საშიში სასტუმროები

1. Stanley Hotel – აშშ, კოლორადო

ამ სასტუმროს სახელი საშინელებათა ჟანრის ავტორმა, სტივენ კინგმა გაუთქვა, რომელიც სწორედ Stanley Hotel-ში ცხოვრობდა, როდესაც თავის რომან “ნათებას” წერდა  ,ფილიც სოწრედ   ამ ადგილას გადაიღო.   სასტუმროში ყოველდღიურად ხდება უცნაური მოვლენები, რაც პროდიუსერთა აზრით შესაფერის ატმოსფეროს შექმნიდა გადაღებებისთვის.
სასტუმროში მომუშავე მზარეულები, რომლებიც მთელს დღეს საბანკეტო დარბაზის ქვემოთ მდებარე სამზარეულოში საქმიანობენ წუხდნენ რომ მათ აწუხებდათ ზემოთ მოწყობილი ზეიმების ხმაური. ადმინისტრაცია კი გაოცებული იყო, რადგან სასტუმროში არანაირი წვეულება  არ ტარდებოდა . მოგვიანებით ხმაურს დაემატა ბავშვების სიცილი, ნაბიჯების ხმა, ინსტრუმენტები, რომლებიც თავისთად უკრავდნენ.  რის შემდეგაც   ყველა მიხვდა ,რომ საქმე მოჩვენებებთან  ჰქონდათ . ზოგი გზააბნეული სული არ ერიდებოდა სასტუმროს სტუმრებს და მათ საძინებელში საბანს ხდიდა მათ, ფანჯრებს  უღებდა, ზოგი მსუბუქი საგნების გადაადგილებას და მათ დამტვრევასაც არ ერიდებოდა. სასტუმროს მფლობელებმა იმის ნაცვლად, რომ რამე ეღონდათ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, პირიქით მოჩვენებების გამოჩენა სათავისოდ გამოიყენეს და ვიზიტორთა რაოდენობა გაზარდეს. ისინი სტუმრებს იმ ნომრებს სთავაზობენ სადაც პარანორმალური აქტივობა ყველაზე მაღალია. სასტუმრო ნაციონალური პარკის Rocky Mountain-ის სიღრმეში მდებარეობს და იქამდე მისვლა საკმაოდ რთულია.

2.  მარიბელ ქეივს სასტუმრო 

მიუხედავად იმისა ,რომ სასტუმრო აღარ ფუნქციონირებს  მას მაინც ძალიან ბერვი ვიზიტორი  ჰყავს, რომლებიც არალეგალურად ათევენ ღამეს მის დაშლილ კედლებში.    სასტუმრო,, მარიბელ “ქეივი “1990 წელს აშენდა  და მას  მეორე სახელს ,,ოჯოხეთს “უწოდებენ.

სასტუმროს შესახებ მრავალი მითი არსებობს .  1.შენობა სამჯერ დაიწვა ერთი და იმავე რიცხვში და სავსე მთვარის დროს ღამ–ღამობით ანათებს.
2. თუ მესამე სართულზე  ვინმე ააღწევს, უამრავი ჩონჩხი დახვდება.
3. ერთ–ერთმა მისმა დამსვენებლმა მოკლა სასტუმროს ყველა მაცხოვრებელი და შემდეგ თავი მოიკლა.
შავი მაგიის ჯადოქრებმა გახსნეს ჯოჯოხეთის ჩასასვლელი უკანა ეზოს ფანტანთან. იქედან ამოსული ბნელი ძალები დიდხანს დათარეშობდნენ სასტუმროში, სანამ თეთრმა ანგელოზებმა კვლავ არ ჩაკეტეს ჩასასვლელი.
სასტუმროს ქვემოთ უამრავი მიწისქვეშა გვირაბია ,ბევრის თქმით  ეს სატუმრო ალ პანონესი იყო და  იმ დროს სწორედ აქ  იმალებოდა ალ კაპონე.ასევე არსებობს მოსაზრებები,რომ თუ მესამე სართულზე ახვალთ ზურგზე აუცილებლად იგრძნობთ ცივ ხელებს ,რომლებიც შეგეხებთ, მე -2 სართულზე კი თუ თქვენ რაიმეს მიანათებთ ფანჯარას  პასუხად ისიც იგივეს გააკეთებს.
რათქმაუნდა, ზემოდჩამოთვლილები ძირითადად მითებია. სასტუმრო 2006 წელს დაანგრიეს და ეხლა მხოლოდ ქვებია დარჩენილი .


3.Oatlands Park Hotel-ი,მე-19 საუკუნეში ააგეს. აღნიშნული სასტუმროს შენობა მე-16 საუკუნეში აშენებული სასახლის საფუძველზე ააშენეს, რომელიც მეფე ჰენრი VIII-მ დედოფალს მიუძღვნა. როგორც სასტუმროს თანამშრომლები ამბობენ, შენობაში ცხოვრობს მოჩვენება ქალი, რომლისთვისაც არაერთხელ მოუკრავთ თვალი.   უელსის რაგბის გუნდი სწორედ ამ სასტუმროსი დარჩა  მსოფილო თასამდე და თავადც დაინახეს ,,ნაცრისფერი ქალბატონი”,რომელიც  სავარაუდოდ მედდას მოჩვენებაა.

4.  ჩილენგჰემის სასახლე  ბრიტანეთში მდებარეობას და მე12 საუკუნეშია აშენებული.

თავდაპირველად ეს ციხესიმაგრე იმიტომ ააშენეს, რომ მეფე ედუარდ I დროს შოტლანდიელთა შემოსევებისგან დაეცვათ თავი. დღემდე უამრავი ხმა დადის, რომ ციხესიმაგრეში მოჩვენებები ბინადრობენ. ისტორიული ჩილენგჰემი საწამებელი ადგილი იყო, სადაც დამნაშავეებს სჯიდნენ. აქ უამრავ ადამიანს მოკვეთეს თავი, ჩამოახრჩეს და ზოგს შიმშილით ამოხადეს სული. საბოლოოდ, ციხე პარანორმალური მოვლენების მოყვარული ექსპერტების საყვარელ ადგილად იქცა. დღეს აქ სასტუმრო ფუნქციონირებს. სასახლე დღისით არც ისე შემზარავია, თუმცა ადგილობრივებიამბობენ, რომ ღამღამობით სასახლის ეზოში ბავშვი მოჩვენებები დარბიან.

სასახლის ყველაზე ცნობილი მოჩვენება ,, ლურჯი ბიჭია” ,რომელმაც  ინგლისის დასამარცხებლად დოკუმენტები მოიპოვა და სურდა ესპანეთში ჩაეტანა. როდესაც ეს ინგლისელებმა გაიგეს ის ცოცხლად  კედელში ჩაატანეს.   1920წელს  კი  ბიჭი იპოვეს ,რომელსაც  ცისფერი  სამოსი ეცვა . მისი  თითების ძვლები   გამოფიტვული იყო , რაც იმას მოწობს ,რომ ის ცდილობდა კედლიდან გამოსვლას.

დამსვენებლებს ის არაერთხელ დაუნახავთ ,როდესაც ბიჭი საღამოს ტირილს იწყებს.

5. Hollywood Roosevelt Hotel 

აშშ, კალიფორნია Hollywood Roosevelt Hotel, სასტუმრო სადაც უამრავი  ვარსკვლავი ჩერდება და ჩერდებოდა, სასტუმროში გამოირჩევა 1200–ე ნომერი, რომელიც დაილუქა და აღარ ფუნქციონირებს, რადგან არსებობს უამრავი თვითმხილველი ვინც მერლინ მონროს სული დაინახა, გაიგო მისი ხმა და სიმღერა..  დარაჯის თქმით მას  ყოველ ღამე ესმის მისი სიმღერის ხმა, ხალხი გაოცებას ვერ მალავს, როდესაც იმ სართულზე ქირაობენ ნომერს. სასტუმროს ღამის კლუბში მუდმივად შედის საჩივარი ‘’მერლინ მონროს გამოჩენის შესახებ’’. ცნობილი ფაქტია, რომ მერლინი ოსკარზე წასვლის წინ ამ სასტუმროში 1200 ნომერში ისვენებდა და რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა. ფაქტები და უამრავი თვითმხილველი ადასტურებს , რომ მისი სული ამ სასტუმროში ბინადრობს.  ერთ-ერთი დამსვენებელის თქმით მან  სარკეში მოკრა მას თვალი, თუმცა რამდენად სიმართლეს ამბობდა ვერავინ დაადგინა. ამ სასტუმროში ასევე ამბობენ, რომ კიდევ ერთი მოჩვენება ბინადრობს ეს მსახიობი მონდგომერი კლიფტია. მე–9 სათულიდან ღამე გამუდმებით ისმის ჩასაბერი საკრავების ხმა. ამ მსახიობს ჩასაბერი საკრავები ძალიან უყვარდა.

6.Karosta Prison Hostel,რომელიც ადრე ნაცისტებისა და საბჭოთაკავშირის ძალების სამხედრო ციხის შენობას წარმოადგენდა. სწორედ აღნიშნულ შენობაში არაერთი პატიმარი დაღუპულა. შენობას ციხის ინტერიერი შენარჩუნებული აქვს. ვიზიტორები კი ხშირად ყვებიან პარანორმალურ მოვლენებზე, მაგალითად, როგორ იღება კარი თავისით.

7. Rose Hall Great House

ამ შენობას სასტუმროს ფუნქცია აღარ აქვს, თუმცა ყველაზე უშიშარი ადამიანებისთვის აქ დღის და ღამის ტურები და საქორწინო ცერემონიები იმართება. Rose Hall-ი ვინმე ჯონ პალმერმა ააშენა, რომლის შთამომავალი ახალგაზრდა ინგლისელ ქალზე დაქორწინდა. ლეგენდის თანახმად, ქალმა პალმერი და კიდევ ორი მომდევნო ქმარი მოკლა. ქალის აჩრდილი, რომელსაც ადგილობრივები “თეთ ჯადოქარს” უწოდებენ, დღემდე Rose Hall-ში ბინადრობს.   სწორედ ამ ქალბატონზეა ჯონი ქეშის სიმღერა ,,The Ballad of Annie Palmer”.