მსოფლიოს რეაქცია ბარსელონას ტერორისტულ თავდასხმაზე

დაახლოებით 13 გარდაცვლილი და 50-მდე დაშავებული. ასეთია ბოლო ინფორმაცია ტერორისტული თავდასხმიდან ბარსელონაში.

რამდენიმე საათის წინ, ბარსელონაში თავდასხმა მოხდა. რამბლასმოედანზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

ტერაქთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მწუხარებას გამოხატავენ ცნობილი ადამიანები მთელი მსოფლიოდან .

 

ესპანეთი

მალაგაში დააბდებული მსახიობი ანტონიო ბანდერასი  ,,ტვიტერზე” წერს “ვეხუტებით ბარსელონას”

ასევე ესპანეთში დაბადებული მომღერალი ჯენიფერ ლოპესი წერს  ,, დიდი სიყვარული და მშვიდობა მშვენიერ ბარსელონას და იქ მცხოვრებ ხალხს”

ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა ბარსელონამ   სოციალურ ქსელში მწუხარება გამოთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით , კომენტარი გააკეთეს ასევე ესპანელმა მეკარემ იკერ კასილასმა  , ბარსელონას ფრანგმა ფეხბურთელმა , ლუკას დინიემ და სერხი რობერტომ.

“ჩვენ ქალაქზე თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ. ახლა ჩვენი ყველა ფიქრი ტერაქტის მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და ქალაქ ბარსელონას მცხოვრებლებთანაა.” – ვკითხულობთ “ბარსელონას” ოფიციალურ Twitter-ზე.

 

ბარსელონაში მომხდარის გამო შეძრწუნებული ვარ. მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს სრულ მხარდაჭერასა და თანაგრძნობას ვუცხადებ”, – დაწერა რონალდუმ საკუთარ ,,ტვიტერზე”

ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა ,რონალდინიომ   მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა დაზარალებულ ოჯახებს.

მწუხარება გამოთქვეს ასევე საფეხბურთო კლუბებმაც ,როგორებიცაა , მანცესტერ სიტი და ლივერპული ,

ევროპა 

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს საფრანგეთის პრეზიდენტიც  გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონმა ესპანელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა:

„მთელი ჩემი ფიქრები და საფრანგეთის თანადგომა ბარსელონას ტრაგიკული ტერაქტის მსხვერპლებთანაა. ჩვენ ვართ ერთად და მტკიცედ“- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მხარდაჭერა გამოხტა ასევე ლონდონის მერმა სადიქ ამან ხანმა   “ჩვენი ფიქრებით მათთან ერთად ვართ ვინც ასეთი ბარბაროსული ტერაქტის მსხვერპლია , ისეთ არაჩვეულებრივ ქალაქში   როგორიც ბარსელონაა. 

აშშ

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბარსელონას მოუწოდა იყოს ,, მტკიცე და ძლიერი”   აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანი  კი  თავდასხმას ნამდვილ ბოროტებას უწოდებს . ხოლო მელანია ტრამპმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოაქვეყნა “ფიქრები და ლოცვა # ბარსელონაში” . სხვა ამერიკელი პოლიტიკოსები და სახელგანთქმული მოღვაწეები ტვიტერში  გამოხატავენ  სოლიდარობას დაზარალებულების მიმართ  .

 

">