მოსკოვის გამზირზე ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა

თბილისში მოსკოვის გამზირზე ავტომობილი ქალს დაეჯახა. როგორც News.ge-ს შსს-ში განუცხადეს, დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი მსუბუქი დაზიანებებით.

უწყებაში არ ადასტურებენ მანამდე გავრცლებულ ინფორმაციას, რომ მანქანა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

">