მორგან ფრიმენი აშშ-რუსეთის ომზე ლაპარაკობს

რუსეთის გამოძიების კომიტეტმა” ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნა ვიდეორგოლი, რომელშიც ჰოლივუდის მსახიობი მორგან ფრიმენი აშშ-სა და რუსეთის კონფლიქტზე ლაპარაკობს. ის დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რომ 2016 წელს, “რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევა” აღიაროს.

 

 

მორგანი აცხადებს, რომ აშშ-ზე “თავდასხმა” ხორციელდება და ამერიკელები “ომში” არიან. შემდეგ ის, სუკ-ის ყოფილ ჯაშუშზე ლაპარაკობს, რომელიც “გაბრაზებულია თავისი ქვეყნის ნგრევის გამო და შურსიძიებას გეგმავს”. “არეულობის გამოყენებით, ის პოსტსაბჭოურ რუსეთში კარიერულ კიბეზე აღიმართება და შემდგომ პრეზიდენტი ხდება”, – აცხადებს ფრიმენი. 

ფრიმენის თქმით, ვლადიმერ პუტინი კიბერიარაღის გამოყენებით თავს ესხმით მედიას, რის გამოც “მედიის მიმართ ნდობა იკლებს”.

რუსეთის გამოძიების კომიტეტი” არასამთავრობო, დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანი ამერიკულ არჩევნებში და აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში კრემლის ჩარევის გაშუქებაა. კომიტეტის შექმნის შესახებ 18 სექტემბერს გამოცხადდა. მისი წევრები არიან რეჟისორი რობ რაინერი, აშშ-ის დაზვერვის (CIA) ყოფილი ხელმძღვანელი ჯეიმს კლეპერი და სხვები.

">