„მოპირკეთების გარეშე ახალი საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში მიღება არ მოხდება“

„მოპირკეთების გარეშე ახალი საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში მიღება არ მოხდება“-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თოქშოუ „რეაქციის“ ეთერში განაცხადა.

„ ქაოტური განაშენიანება ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის. ეს პრობლემა გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, ვიცით, წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია, რომლებიც ჩვენ თვითონ შევქმენით, შესაბამისად თუ ჩვენ დღეს არ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მომდევნო წლების განმავლობაში მართლაც შეუძლებელი იქნება ამ ქალაქში ცხოვრება.

პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის მიწათსარგებლობის გეგმის მიღება, ამაზე უკვე დიდი ხანია დაწყებულია მუშაობა, ჩვენ შევხვდით ამ ჯგუფის წარმომადგენლებს, მოვითხოვეთ მასალები, ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩართულები ვართ, ვიცი, რომ ასევე საზოგადოებაც იყო ჩართული არასამთავრებო ორგანიზაციებიც ექსპერტებიც, იყო შენიშვნებიც, რომელიც იქნა გათვალისწინებული. მჯერა, რომ ძალიან მალე იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული და ქალაქს ექნება მიწათსარგებლობის გეგმა, რომელიც დაარეგულირებს ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას.

გარდა ამისა, ჩვენ რა თქმა უნდა, მოგვიწევს გარკვეული რეგულაციების გამკაცრება, რამოდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მშენებლებთან, დეველოპერებთან, სადაც ვისაუბრეთ მშენებლობის უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე თვითონ მშენებლობაზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება, ამ მიმართულებითაც გამკაცრდება რეგულაციები. ასევე ფასადები, რომლებიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის და ალბათ არც თქვენ გსიამოვნებთ ბევრ კონკრეტულ ადგილზე გავლა და თუნდაც იმ საცხოვრებელი კორპუსების დანახვა, რომლის ფასადებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მინდა გითხრათ, რომ მოპირკეთების გარეშე ახალი საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში მიღება არ მოხდევა“. – განაცხადა კახი კალაძემ