„მოვუწოდებ თითოეულ მასწავლებელს, ჩახედონ ინსტრუქციებს და იცოდნენ, რომ ისინი არიან ნეიტრალური პირები“

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე წინასაარჩევნო კამპანიაში საბავშვო ბაღების თანამშრომლებისა და ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე მსჯელობენ. კომისიის ხელმძღვანელის თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლო  ფაქტებზე მოხდეს მკაცრი რეაგირება.

„მოვუწოდებ თითოეულ მასწავლებელს, თითოეული რესურსცენტრის ხელმძღვანელს და თითოეული ბაგა-ბაღის თანამშრომელს, რომ ჩახედონ ინსტრუქციებს, ჩახედონ კანონს და იცოდნენ, რომ ისინი არიან ნეიტრალური პირები, ისინი თავიანთ პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავენ პირველ რიგში საარჩევნო ურნასთან ფარულად და, რომ მათ ეკძრალებათ პოლიტიკური სიმბოლოების შეტანა სკოლებში, სიების შეგროვება და ა.შ. არის დმანისის მუნიციპალიტეტში ყურანზე დაფიცების ფაქტები, მოვისმინეთ „ქართული ოცნებისგან“, რომ მათ უმკაცრესი დირექტივები გასცეს თავიანთ აქტივზე, რომ თუ ამგვარი რამ იყო მომხდარი და ამას ალბათ სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ, მომავალში ყველამ თავი უნდა შეიკავონ“,-განაცხადა წულუკიანმა.

">