„მმართველი გუნდი აცხადებს მზაობას, შეხვდეს ოპოზიციას და საქმიანი განხილვა მოაწყოს ყველა წინადადების, რომელიც აქვს“

2020 წლის არჩევნები შესაძლოა ბარიერის გარეშე ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში მოსახვედრად ერთპროცენტიანი მხარდაჭერაც საკმარისია, ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. უმრავლესობის დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში საუბარი არ ყოფილა, თუმცა განმარტავს, რომ თუ კი ოპოზიცია სამუშაო შეხვედრაზე დააყენებს ამ საკითხს, ისინი მზად არიან განიხილონ და იმსჯელონ.

„ვფიქრობ, რომ გარკვეული ინტერპრეტაციები იყო დაშვებული და დაზუსტებაა საჭირო. მმართველი გუნდი აცხადებს მზაობას, შეხვდეს ოპოზიციას და საქმიანი განხილვა მოაწყოს ყველა წინადადების, რომელიც აქვს და არა იმ განცხადებებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაკორექტული პოლიტიკური შეფასებებით არის გაზავებული. 5%-იანი ბარიერი დაიწია 3%-მდე, თუ კი ოპოზიციას ექნება ამასთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი მოსაზრებები, რასაკვირველია ეს უნდა განვიხილოთ წინასწარ, ჩვენი პოზიციები თქვენთვის და ყველასათვის ცნობილია. ამ პოზიციაზე ვდგავართ, მზად ვართ კომპრომისებისთვის და მზად ვართ სერიოზული განხილვებისათვის“,-განაცხადა ვოლსკიმ.

">