მიხეილ ჩხენკელი ბრიტანეთში სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბრიტანეთში სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს კლერ დარკინს შეხვდა, რომელიც ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას კურირებს (BEIS).

შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა როგორც დამსახურებული, ასევე, ახალგაზრდა მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, რაც სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ამ მიზნით, მხარეებმა ქართული მეცნიერების განვითარებისთვის გრანტების მოზიდვის საკითხი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ ბრიტანეთისახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ კუთხით მჭიდროდ ითანამშრომლებენ.

ხსენებულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

">