მიხეილ სააკაშვილი: ამ საუბარს ჰყავს ბევრი მოწმე, თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა

“2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის გავლით, ჩვენთან ჩამოფრინდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ნოკოლა სარკოზი, რომელმაც ჩამოიტანა ომის შეწყვეტის 6 პუნქტიანი გეგმა, სადაც მე-6 პუნქტი ჩამატებული იყო ს მოთხოვნით და იყო შემდეგი შინაარსის: “ს და სამხრეთ ოსეთის სადაო ტერიტორიების სტატუსი უნდა გაირკვეს მომავალი საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგად”. ამაზე ჩვენი პასუხი იყო მტკიცე და შეუვალი – 1) ტერიტორიები არაა სადაო; 2) მათი სტატუსი წყდება საქართველოს მიერ საკუთარ შემადგენლობაში და ჩვენი მიწის კოსოვიზაციას ჩვენ არ დავუშვებდით.
დაინახა რა, რომ ფეხს არ ვიცვლიდით, სარკოზიმ მითხრა: “მიშა, შენ თუ ამ პუნქტს არ მიიღებ, მე აქედან გავფრინდები და ხვალ პუტინი მოგკლავს”,
“რაც არ უნდა მიქნას, არასდროს მოვაწერ ხელს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას”.
რამდენიმე საათიანი კამათის შემდეგ, მედვედევმა თვითონ დარეკა და დასთანხმდა მე-6 პუნქტის ამოღებას. ამ საუბარს ჰყავს ბევრი მოწმე, თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა.
არ ვიცი მოკვლით ემუქრებიან თუ არა ივანიშვილს ან მის კოჰორტას, მაგრამ ასეც რომ იყოს, ღალატს არანაირი გამართლება არა აქვს. მე რატომღაც მგონია, რომ ყოველგვარი მუქარის გარეშე, თავისი ნებით და სიამოვნებითაც კი აბარებენ საქართველოს.
26-ში წინ ამოვუშენებთ დიდ ჯებირს!” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, .

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას