მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი უკრანიული გამოცემა Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს, ბექა ბასილაიას განცხადებით, შს მინისტრისა და პრანკერების აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

„უნდათ, რომ გააშარჟონ ეს საუბარი, კი ბატონო, მღებრიშვილის საუბარი თავისი არსით არის თავიდან ბოლომდე კომიკური, მაგრამ ამ კომიზმში ტრაგედია ის არის, რომ საუბრის მონაწილე მღებრიშვილი არის საქართველოს შს მინისტრი და მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ ეს ადამიანი გააბაიბურეს რუსმა პანკერებმა, ეს არ უნდა გახდეს საფუძველი, რომ გამოძიება არ დაიწყოს, რამდენადაც საკითხი ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლების უფლებას, თავისუფალი გადადგილების უფლებას და თავისუფალი სასამართლოს უფლებას, ეს საკითხი ვერ გადაიფარება იმიტომ, რომ ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს საერთაშორისო საექსპერტო დაწესებულებებში კომუნიკაცია საიმისოდ, რომ უცხოეთში მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება და ცხვირში ძალიან მწარედ, ბუმერანგივით მოხვდებათ ის უნამუსობა, რა უნამუსო დამოკიდებულებითაც ეს ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეებს“,-განაცხად ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უკრანიული გამოცემა Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას 14 აგვისტოს მიმართა.

">