“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ მოხდა მისი გამოკითხვა” – რას ამბობს ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

კაცს, რომელსაც ცოლის სასტიკად მოკვლას ედავებიან, ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. 30 წლის გიორგი კავლელაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ბრალდებულს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა და მკურნალობას ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს.
როგორც გიორგი კავლელაშვილის ადვოკატმა “კურიერს” განუცხადა, ჯერჯერობით მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, არ დაუკითხავთ.
“ნაწილობრივ იყო კონტაქტური, თუმცა ექიმის რეკომენდაციით, არ შეიძლებოდა მისი მონაწილეობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში. ამიტომ, ბრალის ოფიციალური წარდგენა მის გარეშე ჩატარდა და სასამართლო პროცესიც, სავარაუდოდ, მის გარეშე ჩატარდება.
ბრალი – 109 მუხლია, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავება ბრალდების მხარე, თუმცა ამ ეტაპზე მისი ჩვენება არ გვაქვს საქმეში. როგორც გითხარით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ მოხდა მისი გამოკითხვა,” – აღნიშნა ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ.
ცნობისთვის, კაცმა მძინარე ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები გუშინ გამთენიისას მიაყენა. 27 წლის ქალი ინგოროყვას კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კაცმა ცოლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია

ჩავარდნილი აგენტის, გიორგი ბაჩიაშვილის “გადასარჩენად” ჩაერთო აგენტოკრატიაც – სენატორი ჯინ შაჰინის უტიფარი აზრით, მისი დაკავება თურმე “დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის”; საგარეო დირექტივებია დარტყმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და ამას კარგად იგერიებს ჩვენი ხელისუფლება

სენატორი ჯინ შაჰინი იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ბრალდებულს აპრიორი იცავს – გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, შესაბამისად, მას დაცვა-პატრონობა სჭირდება