მინიატურული საოცრებათა სამყარო

Miniatur Wunderland –  მინიატურების უდიდესი მუზეუმია მსოფლიოში, რომელიც  ჰამბურგის პორტის ყოფილ საწყობში ფუნქციონირებს.1:87 მასშტაბით შექმნილ Miniatur Wunderland-ში ყველაფერი არაჩვეულებრივად რეალისტურად და ზუსტადაა  შესრულებული. აქ შეიძლება ნახოთ დიდი კანიონისა და ალპების მთიანი ლანდშაფტები და ველები, რომლებსაც გვირაბები, გზები და რკინიგზები კვეთს, ათასობით სახლი თუ მანქანა, ხიდები, ქარხნები, ეკლესიები, ფერმები, წისქვილები, სტადიონი და აეროპორტიც კი.

 

2

 

  • Miniatur Wunderland-ს რკინიგზებზე სხვადასხვა დანიშნულების მინიატურული შემადგენლობები მოძრაობს. მინიატურული სარკინიგზო ხაზის საერთო სიგრძე 15 კილომეტრია, ყველაზე გრძელი მატარებელი 14,5 მ სიგრძისაა, მატარებლების რაოდენობა ამ დროისთვის 830-აჭარბებს.

 

 

4

 

  • ამ საოცარი მინიატურული ქვეყნის ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში 250 ათასი მინიატურული ადამიანი დასეირნობს. თანაც, როგორც კონსტრუქტორები აცხადებენ, აქ ვერ იპოვით ორ ერთმანეთის მსგავს პერსონაჟს  ისევე, როგორც რეალურ სამყაროში, მინიატურულ ქვეყანაშიც ყველა განსხვავებულია.

 

3

 

  • ეს საოცარი კონსტრუქცია 5 ათას კვადრატულ მეტრზეა აგებული. ავტორებმა მუზეუმის განსათავსებლად ჰამბურგის პორტის საწყობი შეისყიდეს.

 

10

 

1

 

  • მუზეუმში დასაშვებია ფოტოგადაღება. ასევე შესაძლებელია მუზეუმის ექსპონატების ასლების – მატარებლების, ავტომობილებისა და სხვა ფიგურების შეძენაც. მუზეუმის დამთვალიერებლისათვის ხელმისაწვდომია ინტერაქტიული ღილაკები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება აამოქმედო და გააცოცხლო სცენები.

 

18

 

  • Miniatur Wunderland-ის ქალაქებში ავტომობილების მოძრაობის ინტენსივობა, ასევე აბრების, ქუჩებისა და შუქნიშნების განათება საათში ოთხჯერ იცვლება . ყოველ მე-15 წუთზე მინიატურულ სამყაროში “ღამდება” და კიდევ 15 წუთში “თენდება”

 

52

 

 

  • მინიატურულ სამყაროში  6 600-ზე მეტი ავტომობილი მოძრაობს. თითოეულ მათგანს აქვს ახლო და შორი განათება. ქვეყნის სიცოცხლის უნარიანობას 60 კომპიუტერი უზრუნველყოფს.კონსტრუქციის დეტალების ,სახლების, შუქნიშნებისა და ქუჩის განათებებისთვის 500 ათასზე მეტი მინიატურული ნათურაა გამოყენებული.

 

17

  • კონსტრუქციის მოძრავი დეტალები (ავტომობილები, რკინიგზა და სხვ.) გადაადგილდება კომპანია Faller-ის გამოგონების წყალობით , საჭესთან მაგნიტია მიმაგრებული, ასფალტის ქვეშ კი გაყვანილია რკინის კაბელი.მაკეტის მართვის პულტი ფრენების მართვის ცენტრს წააგავს , კომპიუტერებს 60 ადამიანი უზის და ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთს აკონტროლებს.

 

7

 

  • ციმციმა სინათლე მიგანიშნებთ, რომ ინტერაქტიული ღილაკი ჩართულია, მწვანე კი იმის მანიშნებელია, რომ ღილაკს უკვე შეიძლება ხელი დააჭირო. სხვათა შორის ეს მექანიზმი საკმაოდ რთულია და კოლოსალურ სანჟინერო თუ კონსტრუქტორულ მუშაობას მოითხოვს. ამიტომ ყოველ საღამოს, მუზეუმის დახურვის შემდეგ ობიექტები მოწმდება, რათა თავიდან აიცილონ კონსტრუქციის წყობიდან გამოსვლის შემთხვევები.

 

5

 

  • ინტერაქტიული ღილაკებით იმართება ამ მინიატურული საოცრებათა სამყაროს სტადიონიც, რომელიც შესრულებულია მასშტაბით 1:150. ტრიბუნებზე 12 500 გულშემატკივარია განთავსებული.სტადიონის ასაშენებლად და მოსაწყობად კონსტრუქტორებს 2 ათასი სამუშო საათი დასჭირდათ.

 

48

 

  • უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშლილი მინიატურულ ქალაქში “მიმდინარე მოვლენების” თვალიერება საათობით შეიძლება. ზოგან საავტომობილო ავარიის სცენაა, ზოგან ბაზრობა, მშენებლობა, შოფინგი, კემპინგი, კონცერტი, დისკოტეკა, სექსის სცენაც კი.

 

14

 

 

გასეირნება მინიატურულ სამყაროში

 

68911121315192021222324252627282930313234

373839404142

 

">