„მინდა გაგაფრთხილოთ იმ თაღლითობის შესახებ, რაც ხდება…“ – რას წერს დათო გამცემლიძე?

ჟურნალისტი დათო გამცელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მეგობრებო.
ზაფხულია და…..
მინდა გაგაფრთხილოთ იმ თაღლითობის შესახებ, რაც ხდება ს სასტუმრო კომპლექსში Orbi-city!
აი ძალიან მაგარი გაფიარებული რომაა
დავუშვათ 1 თვით ადრე თქვენ დაჯავშნეთ ნომერი ამ სასტუმრო კომპლექსში Booking.com ან Hotels.com ან AIRBNB მეშვეობით, რაკი შემოთავაზებული ფასი მოგეწონათ.
ემზადებით წასასვლელად და წინა დღეს ან იმის წინა დღეს მოგდით შეტყობინება ტელეფონზე: „ფასი შეიცვალა. თუ 500 ლარით ან 800 ლარით მეტს არ გადაიხდით, ნომერში ვერ შეხვალთ“
ანუ, როცა ამ გლობალურ რესურსებზე ბინას ჯავშნით, იქ მითითებულია საძიებოში „ნომერი Orbi-city-ში“ და თქვენ გგონიათ სერიოზულ ხალხთან გაქვთ საქმე. და სერიოზულ ბიზნესთან. შესაბამისად, ჯავშნით და არ ელით, რომ ფასს შეგიცვლიან, რაკი ეს რესურსები (Booking.com ან Hotels.com ან AIRBNB) დაჯავშნილი ნომრის ფასის შეცვლას კრძალავენ მათი წესდებით.
„კი მაგრამ“ – ეუბნებით – „დაჯავშნილი მაქვს Booking.com ან Hotels.com ან AIRBNB-ზე 1 თვის წინ და……სად გაგონილა დაჯავშნილი ნომრის ფასის ცვლა ბოლო მომენტში? ასეთი რამ გაგიგიათ? ასეთი რამ არ ხდება არსად……„ბარგს ვალაგებდი უკვე და….ოჯახით მოვდივარ და……სადღა ვიშოვო ახლა ბინა?!“
პასუხი: „აი ასე – ჭრელად. არ მოგწონს? სადაც გინდა იქ წადი. გააუქმე ჯავშანი. თუ არ გადაიხდი, ნომერში ვერ შეხვალ! ადექი და სადაც გინდა იქ იჩივლე. Booking.com-თან იჩივლებ? ჰოდა იმათ მოგცენ ბინა. სულ გვკიდია“.
აი ასე.
გრუზია.“

ასევე დაგაინტერესებთ