“ბარსელონას” 17 წლის შემტევმა ლამინ იამალმა განაცხადა, რომ კატალონიური გუნდის დატოვება არასდროს სურს და უნდა, რომ ამ კლუბის ლეგენდა გახდეს.
“არ მინდა, რომ ჩემ სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადონ, რადგან შემდეგ “ბარსელონადან” წასვლა მომიწევს.
იმედი მაქვს, ამ გუნდს არასდროს დავტოვებ, რადგან მინდა, რომ “ბლაუგრანას” ლეგენდა გავხდე”, – ციტირებს იამალს El Hormiguero.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში 17 წლის იამალმა ლა ლიგის 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.