მილიარდერი ინტიმური პლასტიკური ოპერაციის დროს გარდაიცვალა

ებრაელი მილიარდერი ეჰუდ არიე ლანიადო პრიზში ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მილიარდერს პენისის დაგრძელების ოპერაციას უკეთებდნენ.

65 წლის მილიარდერი გულის შეტევით გარდაიცვალა ოპერაციის დროს პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში.

ბიზნესმენის გარდაცვალება დაადასტურა კომპანია  Laniado Omega Diamonds, რომლის მფლობელიც იყო ეჰუდ არიე ლანიადო.

Mirror, ბიზნესმენის მეგობრებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მას საკუთარი სიდაბლის გამო კომპლექსი ჰქონდა.

ეჰუდ არიე ლანიადოს ალმასის მეფესაც უწოდებდნენ. 2015 წელს ლანიადომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრილიანტი ჰონკონგელ ბიზნესმენს 48,4 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

">