„მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას“

თბილისის მერმა კახი კალაძემ მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინგა გრიგოლიას  თოქშოუ რეაქცაში“ ისაუბრა. კალაძე მიიჩნევს, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება.

„მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და საზოგადოებისგანაც იყო დაკვეთა ოპტიმიზაციასთან დაკავშრებით, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა იმასთან დაკავშრებით, თუ რამდენად ეფექტურია ამდენი სამინისტროს არსებობა, ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურები ისევე როგორც მერია, უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანებზე.

ცვლილებები, რომელიც ხორციელდება, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ყველა ცვლილება დაკავშირებულია იმასთან, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი.

ძალიან საინტერესო იქნება თუ როგორ განახორციელებს მუშაობას ეს სამინისტროები შერწყმის შემდეგ მუშაობას. მე პირადად მგონია, რომ ძალიან სწორი იყო ეს გადაწყვეტილება“,-განაცხადა კალაძემ.