„მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება სავარაუდოდ საჭირო გახდება“

მთავრობის მოსალოდნელ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კი მოხდება ცვლილებები და განახლდება ერთი მესამედით, ამ შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი. მისივე თქმით, სავარაუდოდ პარლამენტს მოუწევს ახლიდან გამოუცხადოს ნდობა მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას.

„კონსულტაციები გვქონდა, შეგვიძლია დავადასტუროთ, შეგვიძლია ასევე დავადასტუროთ, რომ იქნება ასევე სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში, რაც შეეხება დეტალებს, უკვე დაანონსდა, რომ ხვალ პრემიერმინისტრს ექნენა ბრიფინგი.

ნდობის გამოცხადების საკითხი დამოკიდებულია კონსულტაციების დასრულებაზე, თუ ერთი მესამედით იცვლება მთავრობის შემადგენლობა, ამ შემთხვევაში ხდება საჭირო ნდობის ხელახლა გამოცხადება, თუ ამ მასშტაბის იქნება ცვლილებები, ამ შემთხვევაში ნდობას გამოუცხადებს პარლამენტი მთავრობას. სავარაუდოდ ნდობის გამოცხადება საჭირო გახდება“,-განაცხადა კობახიძემ.

">