„მე ყველა თბილისელის მერი ვიქნები“

„მე ყველა თბილისელის მერი ვიქნები მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად“- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თოქშოუ „რეაქციის“ ეთერში განაცხადა.

„მე არ მახსოვს დათოს რაიმე პრობლემა შექმნოდეს კადრებთან დაკავშირებით და არც ის მახსოვს, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე დავალდებულება ან მოთხოვნა იყო კონკრეტული ადამიანების დანიშვნასთან ერთად. დათო იყო საკმაოდ თავისუფალი, ის იყო ხალხის მიერ არჩეული და ყველა გადაწყვეტილებას ის თავად იღებდა, რაც შეეხება ჩემს კონკრეტულად მიღებულ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, მე ამას ჩემ თანაგუნდელებთან ერთად ვიღებ. მერია ეს არ არის პარტიული სტრუქტურა, შესაბამისად მე იმასაც გავუსვამ ხაზს, რომ  არჩვენების შედეგად, მე ხალხმა ამირჩია და მე ვიქნები ყველა თბილისელის მერი, მიუხედავათ მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მიუხედავათ მათი მრწამსისა და ეროვნებისა“- განაცხადა კახი კალაძემ.